Belive

მბაპეს საქციელი რეალში უკმაყოფილებას იწვევს

9 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

კილიან მბაპეს ოქროს ბურთის მოსაგებად დაწყებულმა მედიაკამპანიამ, კლუბში უკმაყოფილება გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, რეალში გარკვეული კითხვები გაჩნდა იმის თაობაზე, თუ როგორ წარმართვას ფრანგი ფეხბურთელი ინდივიდუალური ჯილდოსთვის, საკუთარ კამპანიას.

ფრანგული გამოცემა Foot Mercato-ს ინფორმაციით, მბაპემ ფრანგულ და საერთაშორისო მედიებთან არაერთი ინტერვიუს შემდეგ, მედიატური დროებით შეაჩერა. ყველა ეს აქტივობა, ოქროს ბურთისათვის ბრძოლაში, მისი შანსების გაზრდაზე იყო მიმართული.

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის რეალს, ამ სეზონში, ტიტული არ მოუგია, მბაპე საკუთარ კანდიდატურას კვლავ აქტიურად იცავს და ძირითად არგუმენტად, გოლების შთამბეჭდავ სტატისტიკას ასახელებს. ფრანგი, ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებს შორისაა.

ბარსელონამ ბაიერნმა და პარი სენ-ჟერმენმა საკუთარ კანდიდატებს ღიად დაუჭირეს მხარი. რეალს კი, მპაბეს შანსებზე, მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებია. ყველაზე საყურადღებო კი ისაა, რომ მადრიდულ კლუბში მბაპეს მიმართ უკმაყოფილებას, ფრანგის მიერ, ოქროს ბურთისათვის კამპანიის წარმართვის ფორმა იწვევს. კლუბში მას გადაჭარბებულად აფასებენ.

ამრიგად, მბაპე ოქროს ბურთისთვის ბრძოლას, ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე ცდილობს. მას საკუთარი სტატისტიკისა და მედიაში ხილვადობის გაზრდა სურს. იმავდროულად კი, იმ სტილის გამო, რომლითაც საკუთარ თავს გამოხატავს, კრიტიკის ობიექტი ხდება. ამ ყველაფრის ფონზე კი, მისი კლუბი საჯარო სივრცეში დუმილს ამჯობინებს და ოქროს ბურთთან დაკავშირებით, აქტიურ ჩართვას ერიდება.

სხვა სტატიები