Belive

რატომ ატარებს ზოგიერთი ფეხბურთელი გამორჩეულ სიმბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე?

1 საათის წინ ფეხბურთი
3 წთ

ალბათ შეამჩნიეთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ზოგიერთი მოთამაშე, მაისურზე განსხვავებულ, დამატებით ემბელმას ატარებს. საკოლექციო კომპანია Fanatics-თან და მის შვილობილ კომპანია Topps-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, FIFA-მ, ხუთი განსხვავებული სახის ემბლემა შეიმუშავა, რათა ზოგიერთი მოთამაშის მიღწევები გამოსარჩევი ყოფილიყო.

დებიუტის ემბლემა

როგორც სახელიდან ჩანს, ამ ემბლემას ის მოთამაშეები ატარებენ, რომლებიც პირველად გამოდიან მსოფლიო ჩემპიონატზე.

მათ შორის, ვინც ის პირველ ტურში გამოაჩინა, არიან ესპანელი ვარსკვლავი ლამინე იამალი, ნორვეგიელი ერლინგ ჰალანდი და შოტლანდიელი ენდი რობერტსონიც კი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტს 32 წლის ასაკში ასრულებს.

ოქროს ბურთის ემბლემა

ეს ემბლემა განკუთვნილია იმ მოთამაშეებისთვის, რომლებმაც მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბურთი, ჯილდო, რომელიც ტურნირის ყველაზე გამორჩეულ მოთამაშეს გადაეცემა. მხოლოდ მესის და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს ექნებათ პატივი, 2026 წლის ღონისძიებაზე ეს სიმბოლო ატარონ (მესის 2-ჯერ აქვს მოგებული).

ოქროს ბუცის ნიშანი

ეს ნიშანი ეძღვნება ოქროს ბუცს, რომელიც გადაეცემა თითოეული მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს.

წარსულში გამარჯვებულებს შორის არიან ფრანგი თავდამსხმელი კილიან მბაპე, რომელმაც 2022 წელს რვა გოლი გაიტანა. ასევე კეინი და კოლუმბიის ნაკრების თილისმა ხამეს როდრიგესი, რომლებმაც შესაბამისად 6-6 გოლი გაიტანეს 2018 და 2014 წლებში.

ოქროს ხელთათმანის ნიშანი

ეს სიმბოლო მინიშნებაა ტურნირის საუკეთესო მეკარისთვის გადაცემულ ოქროს ხელთათმანის ჯილდოზე.

არგენტინელი ემილიანო მარტინესი (2022), ბელგიელი ტიბო კურტუა (2018) და გერმანელი მანუელ ნოიერი (2014) ტურნირის უახლესი გამარჯვებულები არიან.

გერმანიის გამარჯვების მომტან გახსნით მატჩში, კურასაოს წინააღმდეგ, ნოიერმა კიდევ ერთი ნიშანი: Legacy-ს სიმბოლოც მოირგო, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

Legacy სიმბოლო (დავარქვათ მემკვიდრეობის ან დიდებულების სიმბოლო)

ფეხბურთის ვეტერანების ნიშანი, ეს ემბლემა განკუთვნილია იმ მოთამაშეებისთვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ხუთ ან მეტ მსოფლიო ჩემპიონატზე. თითოეული ემბლემა ასახავს მოთამაშის ოქროსფერ სილუეტს მის სახელსა და ქვეყნის დროშაზე.

ამ ემბლემით დაჯილდოვებულ მოთამაშეებს შორის არიან მესი, მოდრიჩი, ნოიერი, კრიშტიანუ რონალდუ და იაპონელი იუტო ნაგატომო.

(+1) მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსფერი ლოგო ყოფილი ჩემპიონებისთვის

ტურნირზე მონაწილე ყველა გუნდი ატარებს მსოფლიო ჩემპიონატის ლოგოს პატჩს მარჯვენა სახელოზე, თეთრი ან შავი ფერის, მათი ფორმის ფერის მიხედვით. გუნდებს, რომლებმაც ადრე მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი, შეუძლიათ ამ პატჩის ოქროსფერი ვერსიის ტარება. ეს პატივი შვიდ გუნდს ერგო: ინგლისი (1966), ესპანეთი (2010), ურუგვაი (1930, 1950), საფრანგეთი (1988, 2018), ბრაზილია (1958, 1962, 1970, 1994, 2002), გერმანია (1954, 1974, 1990, 2014) და არგენტინა (1978, 1986, 2022). იტალია მსოფლიო ჩემპიონატზე არაა, თორემ მათაც ოქროსფერი ნიშანი დაამშვენებდათ.

სხვა სტატიები