Belive

მაურისიო პოჩეტინო: "ველოდებით მბაპეს გადაწყვეტილებას..."

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პსჟ"-ს 49 წლის მთავარმა მწვრთნელმა - მაურისიო პოჩეტინომ, კილიან მბაპეს მიმართ მადრიდის "რეალის" შემოთავაზებაზე ისაუბრა. პოჩეტინომ აღნიშნა და დაადასტურა ის ფაქტი, რომ "სამეფო კლუბსა" და კილიან მბაპეს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საწყის ეტაპზეა, თუმცა მბაპე ესპანეთში გადასვლის თაობაზე პასუხს ჯერჯერობით არ ჩქარობს.
"მბაპე, საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის შემდეგ მიიღებს, როდესაც სწორედ მადრიდის "რეალს" შევხვდებით. მე ვხედავ და ვამჩნევ, რომ კილიანი ამ მომენტისთვის ორიენტირებულია მხოლოდ "პსჟ"-ს მიმართ და სხვა არავიზე და არაფერზე არ ფიქრობს. ასევე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მბაპესა და სამეფო კლუბს შორის მოლაპარაკებები შედგა, თუმცა პასუხს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის შემდეგ გავიგებთ..."
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ერთმანეთს "პსჟ" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებიან. პარიზული კლუბი პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე, 15 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გამართავს.

სხვა სტატიები