მესი ტრავმის გამო რამდენიმე კვირას გამოტოვებს - მან პუერტო რიკოელებს ბოდიში მოუხადა
ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა - ლეო მესიმ ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი რამდენიმე კვირას გამოტოვებს.
საქმე რთულდება, რადგან 10 დღეში MLS-ის ახალი სეზონი იწყება, მესი კი ტრავმირებულია და მას მალე დაბრუნება სურს, რადგან მსოფლიო ჩემპიონატისთვის საუკეთესო ფორმაში შევიდეს.
ინტერ მაიამი შეკრებას სხვადასხვა ქვეყნებში გადის და ახალი სეზონისთვის ამხანაგური მატჩებით ხურდება, ბოლო ამხანაგური მატჩი მათ 14 თებერვალს, თბილისის დროით 05:00 საათზე აქვთ დაგეგმილი, სადაც ეკვადორულ დელ ვალეს დაუპირისპირდება, მატჩი პუერტო რიკოშს ქალაქ ბაიამონში გაიმართება, სადაც მესი ვერ ითამაშებს.
სწორედ ამიტომ, ლეო მესიმ პუერტო რიკოელ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.
"მინდა, უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. ვიცი, რომ ბილეთები უკვე გაყიდული იყო და ყველაფერი მზად იყო, ამიტომ იმედი მაქვს, რომ მოგვიანებით შევხვდებით ერთმანეთს. დიდი ჩახუტება ყველას და საუკეთესო სურვილებით!!!." - ლეო მესი
შეგახსენებთ, რომ ინტერ მაიამი MLS-ის მოქმედი ჩემპიონია - მესიმ კი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, სადაც 29 გოლის გატანა და 19 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო, პლეი-ოფში კი 6 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.