Belive

მაურისიო პოჩეტინო მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად განიხილება

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. კლუბის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდა, ვინ უნდა გახდეს გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი. ერთ-ერთ კანდიდატად აშშ-ის ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებელი, მაურისიო პოჩეტინო სახელდება, რომელიც შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს და "წითელი ეშმაკები" ჩაიბაროს.

BBC-ის ინფორმაციით, არგენტინელი სპეციალისტი ამ პოსტზე ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ბრიტანული მედიის ცნობით, ის მთავარ ფავორიტადაც სახელდება. მანჩესტერისთვის პოზიტიურია ის ფაქტიც, რომ გავრცელებული ინფორმაციით, პოჩეტინოსა და აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციას შორის გაფორმებულ კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომელიც მას ნაკრების დატოვების შესაძლებლობას აძლევს.

არგენტინელი დამრიგებელი, იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ადრეც არაერთხელ განიხილებოდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ სხვა კანდიდატები შეარჩია. ამასთან, პოჩეტინოს კონტრაქტში არსებული გამოსასყიდი პუნქტი დაახლოებით, 10 მილიონი დოლარია. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება, ეს თანხა, მანჩესტერ იუნაიტედს საშუალებას მისცემს, არგენტინელი სპეციალისტი აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციისთვის დამატებითი კომპენსაციის გადახდის გარეშე დაიმატოს.

სხვა სტატიები