Belive

"ეს არ მოხდება" - მაიკლ კერიკი მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლაზე

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ კერიკმა თანამდებობიდან გადადგომა გამორიცხა, მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელ შეხვედრაში, ასტონ ვილასთან ფრედ თამაშის შემდეგ (4:4), "წითელი ეშმაკები" გასავარდნ ზონაში აღმოჩნდნენ. ჯოშუა ზირკზესა და პატრიკ დორგუს მიერ დამატებულ წუთებზე გატანილმა გოლებმა, მანჩესტერს ქულა მოუტანა, თუმცა სანაკრებო პაუზას გუნდი მე-18 პოზიციაზე ხვდება.

კერიკზე ზეწოლა იზრდება. მისი გუნდი პრემიერ ლიგაში, ზედიზედ რვა მატჩია ვერ იმარჯვებს. მანჩესტერმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, მხოლოდ და მხოლოდ იფსვიჩს მოუგო. Sky Sports-თან ინტერვიუში, კერიკს ჰკითხეს, განიხილავდა თუ არა თანამდებობის დატოვებას, რაც მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა კატეგორიულად გამორიცხა.

ეს არ მოხდება. საკმარისი მატჩები ვერ მოვიგეთ, მაგრამ მჯერა, რომ სიტუაციას გამოვასწორებთ და წინსვლას შევძლებთ. ჩვენ გავაგრძელებთ იმ საკითხებზე მუშაობას, რომლებზეც აქამდე ვმუშაობდით. ასტონ ვილასთან შეხვედრაში ბევრი კარგი რამ ვაჩვენეთ. გარკვეული ასპექტები უნდა გავაუმჯობესოთ და მატჩების მოგება დავიწყოთ. - მაიკლ კერიკი

პრემიერ ლიგის 10 მატჩში მოპოვებული ერთადერთი გამარჯვებით, მანჩესტერ იუნაიტედი მე-18 ადგილზეა. 1986/87 წლების სეზონის შემდეგ, გუნდის ისტორიაში, ეს ყველაზე დაბალი პოზიციაა. იმ წლებში იუნაიტედი, სეზონის დასაწყისში, ბოლო, მე-20 ადგილზეც აღმოჩნდა. ამასთან ერთად, მანჩესტერმა რვამატჩიანი მოუგებელი სერია გაიმეორა, რომელიც 2025 წლის 1 აპრილიდან, 16 მაისამდე ჰქონდა.

სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, ინგლისის 20-გზის ჩემპიონი ლივერპულთან დაპირისპირებით დაბრუნდება.

სხვა სტატიები