Belive

მაცარის პროტესტი - სპეციალისტმა მოედანი ნაადრევად დატოვა და არც მედიასთან უსაუბრია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ, ,,ინტერთან'' წაგებული მატჩის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, მონაწილეობა დაჯილდოების ცერემონიალში არ მიიღო. სპეციალისტს არც მედიასთან უსაუბრია.

Mediaset-ის კორესპონდენტის, ფრანჩესკა ბენვენუტის, თქმით, ჟურნალისტების შეკითხვებზე ,,ნაპოლის'' არცერთ ფეხბურთელს არ უპასუხია და ინტერვიუს მხოლოდ ,,პარტენოპეის'' პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი დათანხმდა.

მაცარისა და ნეაპოლური გუნდის ფეხბურთელების უკმაყოფილება, სავარაუდოდ, მსაჯის გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომელმაც მოედნიდან ჯოვანი სიმეონე გააძევა.

იტალიის სუპერთასის ფინალში ,,ნაპოლი'' ,,ინტერთან'' 0:1 დამარცხდა. ,,ნერაძურიმ'' გამარჯვების გოლის გატანა 91-ე წუთზე შეძლო, თავი ლაუტარო მარტინესმა გამოიჩინა.

სხვა სტატიები