Belive

მაცარი: ,,გატანილ გოლებში ცოტა გაგვიმართლა, მაგრამ ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ, ,,ბრაგასთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ძალიან ბედნიერი ვარ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ გოლი არ გავუშვით გუნდისგან, რომელიც კარგ ფეხბურთს თამაშობს.

მეც მოვახერხე რამდენიმე ფეხბურთელის დასვენება, რომლებიც ბევრს თამაშობენ, ამ მხრივ პოზიტიური დღე გამოვიდა. ეს ყველაფერი დამსახურებულია, გატანილ გოლებში ცოტა გაგვიმართლა, მაგრამ ბევრი მომენტი შევქმენით და ვფიქრობ, საბოლოო შედეგზე ვერავინ იდავებს.

რთული პერიოდის გადალახვას ვცდილობთ და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ტემპის შენარჩუნებას მომავალ მატჩებში. იმედი მაქვს, სწორ გზაზე ვდგავართ! დღეს სრულყოფილები არ ვყოფილვართ, თუმცა, გარკვეულ სიტუაციებში, წინა შეხვედრებთან შედარებით, უკეთ გამოვიყურებოდით.

4-3-3 ჩემი საყვარელი სქემაა, ამ ფორმაციის გამოყენება ყველაზე მეტად მომწონს და მინდა, ასე გავაგრძელო. 3-4-3 ასევე ჰგავს 4-3-3-ს, თუმცა ამ ფეხბურთელებთან ერთად შეგიძლია, ყველაფერი გააკეთო და ამას კარგად ვგრძნობ!'' - ვალტერ მაცარი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში ,,ნაპოლიმ'' ,,ბრაგას'' უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ნეაპოლელებმა ჯგუფში 10 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს და მერვედფინალის საგზური გაიფორმეს.

ვალტერ მაცარის გუნდი მომავალ შეხვედრას შაბათს, 16 დეკემბერს, სერია A-ში, ,,კალიარის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები