ხვიჩა კვარაცხელია: "მარადონა იყო ჩემი გოლის შთაგონება? … მე ის მიყვარს"
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩის პირველ დაპირისპირებაში, "პსჟმ" "ასტონ ვილა" დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა და 1/2-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზული გრანდის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა. ქართველმა შემტევმა თავი ულამაზესი გოლითა და სანახაობრივი მატჩით გამოიჩინა, შედეგად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ერგო.
მატჩის დასრულების შემდეგ, დღევანდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ძალიან ბედნიერი ვარ გამარჯვებით და მიხარია, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. ჩვენ ძალიან კარგად ვთამაშობთ და შეგვწევს ძალა, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.
მარადონა იყო ჩემი გოლის შთაგონება? … მე ის მიყვარს, ნეაპოლში ის ღმერთივითაა.
მე მიყვარს დიეგო, როგორც ნაპოლის ყველა სხვა გულშემატკივარს, რადგან იქ დიდ დროს ვატარებდი და ის ლეგენდა იყო." - ხვიჩა კვარაცხელია
"ასტონ ვილასა" და "პსჟ"-ს 1/4-ფინალური საპასუხო მატჩი 15 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.