Belive

მაცარი: ,,მოხარული ვიქნები, თუ ბრაგასთან მატჩში გოლს არ გავუშვებთ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ, ,,ბრაგასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ამ გუნდმა გვაჩვენა, რომ თამაში იცის და სურს, შარშანდელი სეზონის შემდეგ, ამის დამტკიცება განაგრძოს! მეტოქეს კონტრშეტევების საშუალება არ უნდა მივცეთ, ვისურვებდი, რომ დაცვაში უფრო ფრთხილად ვითამაშოთ. შედეგს იმიტომ ვერ ვაღწევთ, რომ გოლს პირველივე დარტყმით ვუშვებთ. ინტერთან და იუვენტუსთან კარგად ვითაშეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ.

ყველა ჩემპიონატში გამარჯვებას ის გუნდი აღწევს, რომელსაც კარგი დაცვა ჰყავს. გოლების გატანა ნაკლებად მაწუხებს, რადგან , როგორც წესი, ბევრი ფეხბურთელით ვუტევთ.

არანაირი შიში არ არსებობს, მაგრამ რაღაც მომენტებში გუნდი დემორალიზდება. თუ ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომელიც ყველაზე კარგად გამოგვდის, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ჩაივლის. ბრაგა კონტრშეტევებს იყენებს და ყველაზე დიდი ყურადღება ხვალ სწორედ ამას უნდა დავუთმოთ. მოხარული ვიქნები, თუ გოლს არ გავუშვებთ.'' - ვალტერ მაცარი

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, ,,ნაპოლი'' ,,ბრაგას'' უმასპინძლებს, მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.

5 ტურის შემდეგ, მაცარის გუნდს 7 ქულა აქვს და ჯგუფის მე-2 პოზიციაზეა, ,,ბრაგა'' კი 4 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები