Belive

მაცარი: ,,ამ მომენტისთვის საგანგებო მდგომარეობა გვაქვს''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ, ,,მონცასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,მონცასთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის და უფლება აღარ გვაქვს, უყურადღებოდ ვიყოთ. თავდაჯერება უნდა დავიბრუნოთ!

მოსალდონელია თუ არა იანვარში ტაქტიკური ცვლილებები? მსგავსი რამ იანვარში არ ხდება... მე მინდა, რომ ფეხბურთელებს დაუბრუნდეთ ის თავდაჯერება და კარგი თამაშის უნარი, რაც წინა სეზონში ჰქონდათ.

ახლა მხოლოდ მონცაზე ვფიქრობ, გრძელვადიან დისკუსიებში შესვლა არ მიყვარს. პრიორიტეტი წლის ბოლო მატჩში სასურველი შედეგის მიღწევაა. ვხვდებით გუნდს, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს და კარგ ფეხბურთს თამაშობს.

შეტევაში არსებულ პრობლემებზე (ოსიმენი და პოლიტანო დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებენ) - ლინდსტრომი, რა თქმა უნდა, მატჩის სრულად ჩატარებას ვერ შეძლებს. ბოლო ვარჯიშის შემდეგ, გადავწყვეტ, რა შემადგენლობით ვითამაშებთ. 5 ცვლილება გვაქვს და ნებისმიერ შემთხვევაში, შეიძლება, ტაქტიკური ვითარება შეიცვალოს. მთავარია, ვიცოდეთ, ვის შეუძლია უკეთ თამაში.

რა თქმა უნდა, ამ მომენტში საგანგებო მდგომარეობა გვაქვს, გარკვეული დროით ნათანიც გამოგვაკლდა... ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს 2-3 ქულით მეტს ვიმსახურებდით, ეს ერთადერთი რამაა, რასაც ვნანობ, მაგრამ აქ იმისთვის ვარ, რომ ფეხბურთელებს დავეხმარო.

რასპადორისა და სიმეონეს შესახებ - სიმართლე გითხრათ, ორივე მომწონს, მაგრამ მათი ერთად დაყენება რთულია, რადგან ასეთ შემთხვევაში, სათადარიგო ფეხბურთელის გარეშე დავრჩებით. ამიტომ, ერთ-ერთი ძირითადში იქნება, შემდეგ კი ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.'' - ვალტერ მაცარი

დღეს, სერია A-ს მე-18 ტურში, ,,ნაპოლი'' ,,მონცას'' უმასპინძლებს, მატჩი 21:30 საათზე დაიწყება.

17 ტურის შემდეგ, ვალტერ მაცარის გუნდს 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზეა, ,,მონცა'' კი 21 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები