მათეუსი მესის მე-8 ოქროს ბურთზე: ,,ეს ფარსი იყო''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსი მიიჩნევს, რომ მესის ,,ოქროს ბურთი'' დაუმსახურებლად გადაეცა:
,,მთელი გასული სეზონის განმავლობაში ჰოლანდი მესიზე უკეთ თამაშობდა. მესის მოგება დაუმსახურებელია. თუმცა, ეს ამტკიცებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ყველაფერზე მაღლა დგას.
ჩემთვის ბოლო 12 თვის საუკეთესო ფეხბურთელი ერლინგ ჰოლანდია, რომელმაც მანჩესტერ სიტისთან ერთად ყველა ტურნირი მოიგო და გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდები დაამყარა. მიუხედავად იმისა, რომ მესის ფანი ვარ, მისი არჩევა ფარსია.'' - ლოთარ მათეუსი
,,ოქროს ბურთის'' წლევანდელი გამარჯვებული ლეო მესი გახდა. არგენტინელმა ვარსკვლავმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში მერვედ მიიღო.
მესის მთავარი კონკურენტები გამოკითხვაში კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი იყვნენ.
ლეომ 2022 წლის დეკემბერში ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
#BallonDor | Lothar Matthaus contra el Balón de Oro de Leo Messi: “Para mí, Haaland es el mejor jugador de los últimos 12 meses. Ganó con el City la Liga de Campeones, la Premier League y la Copa de Inglaterra, y batió récord de goles. Es inmerecido que Messi haya ganado". pic.twitter.com/HVg1HiMzYz
— Fox Sports Argentina (@FOXSportsArg) October 31, 2023