Belive

აქტივისტებმა ლეო მესის სახლი საღებავებით შეღებეს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის ლეო მესის სახლში, რომელიც ესპანეთში, კერძოდ კი იბიცაზე მდებარეობს კლიმატის აქტივისტები შეიჭრნენ და პროტესტი მოაწყვეს. მოგეხსენებათ მესი ამჯერად "ინტერ მაიამიში" ასპარეზობს, მისი სხვა ქონება კი ვაკანტურია და არავინ ცხოვრობს. არგენტინელის აღნიშნული სასახლე იბიცაზე 9 მილიონ ფუნტს უტოლდება.

აქტივისტებმა მესის სახლი წითელი და შავი საღებავებით შეღებეს და ბანერზე გამოსახული მესიჯიც დატოვეს, სადაც წერია, რომ "დაეხმარეთ პლანეტას, შეჭამეთ მდიდრები, გააუქმეთ პოლიცია". კლიმატის აქტივისთა Futuro Vegetal-ის ჯგუფმა განაცხადა, რომ:

მესის უკანონო სასახლე, რომელიც ფეხბურთელმა იბაცაზე 11 მილიონ ევროდ შეიძინა, გავაფერადეთ. ბალეარის კუნძულებზე სიცხის ტალღით 2-დან 4 ადამიანამდე დაიღუპა.

ჩვენი პროტესტი ნიშნავს იმას, რომ უმდიდრესი ადამიანების 1%-მა ნახშირბადის იგივე რაოდენობა გამოიმუშავა, რაც კაცობრიობის უღარიბესმა ორმა მესამედმა, დაუცველმა თემებმა. ისინი კრიზისის ყველაზე უარეს შედეგებს იღებენ. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ მუშაობს კანონი ყველასთვის თანაბრად.

ჩვენ უკეთესი სამყაროსთვის ვიბრძვით, აშკარაა, რომ პრობლემა სოციალური უთანასწორობაა. მოდით, პრობლემებს ძირეულად გავუმკლავდეთ. ჩვენ გვჭირდება სისტემის რადიკალური ცვლილება კლიმატის კრიზისის დასაძლევად. - აქტივისტთა ჯგუფი

სხვა სტატიები