Belive

მატერაცი: ხესუს დე მიგელის ტრაგედიის შემდეგ ღმერთს მადლობა გადავუხადე, რომ ზიდანის დარტყმას გადავურჩი

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, მარკო მატერაციმ Gazzetta dello Sport-თან ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ ზინედინ ზიდანს მასთან შერიგება დღემდე არ სურს. მატერაციმ იტალიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის ერთა ლიგის მატჩის წინ სწორედ ძველ კონფილქტზე ისაუბრა.

საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს ამჟამად სწორედ ზინედინ ზიდანი წვრთნის, ფრანგმა ლეგენდამ მოთამაშის კარიერა ზუსტად 20 წლის წინ, 2006 წლის მუნდიალის გადამწყვეტ შეხვედრაში დაასრულა. მაშინ, მატჩის დამატებით დროში, ზიდანმა მატერაცის მკერდში თავი ჩაარტყა და მოედანი პირდაპირი წითელი ბარათით დატოვა.

„ხესუს დე მიგელის გარდაცვალების შემდეგ ღმერთს მადლობა გადავუხადე, რომ იმ შემთხვევის დროს არაფერი დამემართა. იმ მეკარის შემთხვევაში მოედანზე მომხდარი ორთაბრძოლის გამო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაზე საუბრობენ. წარმოიდგინეთ, იგივე რომ ჩემს თავს მომხდარიყო?“ - მარკო მატერაცი

ზიდანისა და მატერაცის შორის მომხდარი ინციდენტიდან ოცი წელი გავიდა, თუმცა მათ ურთიერთობის დალაგება დღემდე ვერ მოახერხეს.

„ამ ამბავზე ახლა ისევ იმიტომ საუბრობენ, რომ იტალია და საფრანგეთი ერთმანეთს ხვდებიან, თუმცა ვფიქრობ, სამწვრთნელო კარიერის გათვალისწინებით, ზიდანმა ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩააბარა“ - მარკო მატერაცი

სხვა სტატიები