Belive

„მისი თვითმფრინავი მზად იყო“ - ზიდანმა მბაპეს გეგმა ჩაშალა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზინედინ ზიდანმა კილიან მბაპეს გეგმა ჩაშალა და სანაკრებო პაუზის დროს მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც შესაძლოა მათ ურთიერთობაზე გავლენა მოახდინოს. იტალიასთან მატჩის წინ, ფრანგული მედია აქტიურად წერდა მბაპეს ფიზიკურ მდგომარეობასა და მწვრთნელთან შესაძლო უთანხმოებაზე.

თავდაპირველი ინფორმაციით, რეალის თავდამსხმელს ბარძაყის კუნთის დაზიანების გამო, მადრიდის რეალის ბაზაზე უნდა ემკურნალა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ზიზუმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

დიახ, კილიანი ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მან ტკივილი იგრძნო და რისკზე წასვლას არ ვაპირებთ. იმედი მაქვს, დაზიანება სერიოზული არაა და კვირას ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდება. კილიანს მცირე დისკომფორტი აქვს და წესით, კვირას უნდა ითამაშოს. - ზინედინ ზიდანი

ესპანელი ჟურნალისტის, მარკოს ბენიტოს ინფორმაციით, მაბპეს რეალის სამედიცინო შტაბთან, ფიზიკური პრობლემის შემთხვევაში, ესპანეთში დაბრუნება შეთანხმებული ჰქონდა. მაგრამ ზიდანმა, მისი მდგომარეობის გასაკონტროლებლად, "სამფეროვნების" კაპიტანი ნაკრებში დატოვა.

მადრიდში წასასვლელად, მისი პირადი თვითმფრინავი მზად იყო. თუმცა როგორც ჩანს, ახლა ლოდინი მოუწევს, რადგან საბოლოოდ გუნდთან ერთად მილანში გაემგზავრება. ეს ყველაფერი მათ ურთიერთობას ძალიან ძაბავს. - მარკოს ბენიტო

ფრანგული მედია, მბაპესა და ზიდანს შორის შესაძლო უთანხმოების მიზეზად, მის სათამაშო პოზიციასაც ასახელებს. ზიდანმა მბაპე მარცხენა ფლანგზე დააყენა, ცენტრში კი, უსმან დემბელე ამჯობინა, ზიდანს სურდა, რომ მბაპეს ორივე მატჩში ეთამაშა, მაგრამ ფრანგთა ათიანი, ტრავმის გამო, იტალიასთან შეხვედრას გამოტოვებს. ამის ფონზე, საფრანგეთის სამწვრთნელო შტაბს იმედი აქვს, რომ მბაპე თურქეთთან შეხვედრაში ხელმისაწვდომი იქნება.

სხვა სტატიები