L'EQUIPE: "ზიდანისა და მბაპეს ურთიერთობა იდეალურისგან შორსაა"
მიუხედავად იმისა, რომ ზინედინ ზიდანის საფრანგეთის ნაკრებში მოსვლის შემდეგ, მბაპესა და მას შორის ურთიერთობა გარკვეულწილად დაძაბულია, ახალი თავკაცი უახლოეს დღეებში ამ ურთიერთობის აღდგენასა და მოგვარებას აპირებს.
L'ÉQUIPE-ის სტატიის მიხედვით, ურთიერთობა ისეთივე ჰარმონიული არ არის, როგორიც საფრანგეთის ნაკრების კაპიტანს ყოფილ მწვრთნელთან, დიდიე დეშამთან ჰქონდა.
ყველაფერი საუკეთესოდ არ დაწყებულა - სექტემბრის სანაკრებო შეკრებისას, ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ნაკრების კაპიტანი და ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი მარცხენა ფლანგზე გადაწია, ხოლო ცენტრში ადგილი უსმან დემბელეს დაუთმო. ამ გადაწყვეტილებამ ერთისთვის შესაძლოა სტატუსის დაკარგვა, მეორესთვის კი 'დაწინაურება' წარმოადგინა.
„ამ შეკრებაზე ის შეძლებს თავის საყვარელ პოზიციაზე, ცენტრში ითამაშოს“ - განაცხადა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობის დასახელებისას ზინედინ ზიდანმა და კილიან მბაპესთან დაკავშირებულ თავის სამწვრთნელო გეგმებზე პირველი საინტერესო დეტალები გაასაჯაროვა.
მბაპემ ვერ გაიგო, თუ რატომ აღმოჩნდა ის მარცხენა ფლანგზე, ხოლო დემბელე - ცენტრში. ზიდანმა ეს უთანხმოება შეამჩნია და სწორედ ამიტომ გააკეთა ბოლო პერიოდში ეს საჯარო განცხადებები.
Entre Zinédine Zidane et Kylian Mbappé, le courant est plutôt en mode alternatif depuis la prise de fonction du sélectionneur. Qui entend soigner cette relation dans les prochains jours.https://t.co/IaFqlXVudY
— L'Équipe (@lequipe) November 11, 2026