Belive

მატეო რეტეგი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბოკა ხუნიორსის'' ყოფილი ფეხბურთელი, მატეო რეტეგი, რომელმაც გასული სეზონი იჯარით ,,ტიგრეში'' გაატარა, კარიერას ,,ჯენოაში'' გააგრძელებს. ინფორმაციას გენუელთა ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

24 წლის თავდამსხმელმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ,,ჯენოამ'' ფორვარდის სანაცვლოდ ,,ბოკას'' 12 მილიონი ევრო (პლუს ბონუსები) გადაუხადა.

რეტეგიმ, რომელიც იტალო-არგენტინელია, ,,სკუადრა აძურას'' მაისურით უკვე 3 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანაც შეძლო.

,,ჯენოა'' ახალ სეზონს სერია A-ში გაატარებს. გენუური გუნდი პირველ შეხვედრას 19 აგვისტოს, ,,ფიორენტინას'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები