რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ჯენოასთან მატჩში?
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სერია A-ს მე-4 ტურის შეხვედრა ,,ჯენოასა'' და ,,ნაპოლის'' შორის ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანზე 89 წუთი გაატარა.
კვარამ WhoScored-სგან 7.2-ქულიანი შეფასება მიიღო, რითაც თანაგუნდელებს შორის მხოლოდ ზელინსკის (7.5), რასპადორის (7.3) და პოლიტანოს (7.3) ჩამორჩა.
ქართველი შემტევი ბურთს სულ 56-ჯერ შეეხო, კარისკენ ოთხჯერ დაარტყა (ერთხელ კარში) და 33-დან 30 (91%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.
Sofascore-მა ხვიჩას თამაში 7,4 ქულით შეაფასა (მეტი მხოლოდ პოლიტანოსა და ზელინსკის).
,,ნაპოლი'' მომავალ შეხვედრას 20 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ,,ბრაგასთან'' სტუმრად გამართავს.