Belive

"მატჩში ვერაფერს ვცვლიდით, ბურთს ვერ ვინარჩუნებდით" - ტომას ტუხელი

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში ინგლისის ეროვნული ნაკრები არგენტინასთან 1:2 დამარცხდა და ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს, სადაც საფრანგეთს დაუპირისპირდება. პირველი გოლი 55-ე წუთზე ენტონი გორდონმა გაიტანა, 85-ე წუთზე კი არგენტინელებმა ქამბექი დაიწყეს, ჯერ ენცო ფერნანდესმა გაათანაბრა, ხოლო 90+2-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

იმედგაცრუებულები ვართ, გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ გოლის გატანის შემდეგ პასიურები გავხდით. ბურთს საერთოდ ვეღარ ვფლობდით და ბევრ ჩაწოდებას ვუშვებდით, ამის შემდეგ კი მეტოქეს ბევრი შანსი შევაქმნევინეთ და კარისკენ ბევრი დარტყმაც გავუშვით.

ბოლო თამაშებში შეტევაშიც ვცდილობდი ცვლილებების გაკეთებას, რადგან მინდოდა ფეხბურთელებისთვის დახმარება გამეწია და ის ხვრელები ამომევსო, სადაც სიცარიელეს ვხედავდი.

მეტოქის თამაშს რაც შეეხება, მათ ყველა თავური ორთაბრძოლა მოიგეს, ისინი მუდმივად აწოდებდნენ, მინდოდა, რომ საჯარიმოში არსებული ხვრელები შემემცირებინა ჩემი ცვლილებებით და ჰაერში ძლიერები ვყოფილიყავით, მაგრამ ძალიან ბევრ მომენტს ვაქმნევინებდით და ვერაფერი შევძელით.

რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მწვრთნელს ეკისრება და თუ ყველაფერი კარგად არ წავიდა, ადვილია იმის თქმა, რომ ეს შეცდომა იყო. მეორე გოლის გატანაზე რა თქმა უნდა ვფიქრობდით, მაგრამ 4-4-2 ფორმაციაში დავრჩით, მაგრამ იმის განცდაც აღარ მქონდა, რომ შეტევაში ცვლილებები დაგვეხმარებოდა, რადგან ძალიან პასიურები ვიყავით.

მატჩში ვერაფერს ვცვლიდით, ბურთს ვერ ვიგებდით, ბურთს ვერ ვინარჩუნებდით. - ტომას ტუხელი - ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები