Belive

მარცხის მიუხედავად ნდობა გრძელდება - ტუხელი ინგლისში რჩება

13 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში ინგლისის ეროვნული ნაკრები არგენტინასთან 1:2 დამარცხდა და ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს, სადაც საფრანგეთს დაუპირისპირდება. პირველი გოლი 55-ე წუთზე ენტონი გორდონმა გაიტანა, 85-ე წუთზე კი არგენტინელებმა ქამბექი დაიწყეს, ჯერ ენცო ფერნანდესმა გაათანაბრა, ხოლო 90+2-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

ასე და ამგვარად, ინგლისის ნაკრების მორიგი წარუმატებელი სვლა გრძელდება, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინასთან განცდილი მტკივნეული მარცხისა და ფინალს მიღმა დარჩენის მიუხედავად, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ (FA) პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო. „სამი ლომის“ ხელმძღვანელობა ემოციურ ნაბიჯებს არ გადადგამს – ტომას ტუხელი პოსტს ინარჩუნებს და ინგლისის ეროვნულ გუნდს მომავალ ევროპის ჩემპიონატზეც უხელმძღვანელებს.

ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ნახევარფინალში გამოვარდნა, თუნდაც ეს წარუმატებლობად შეფასდეს, არ უნდა გახდეს იმ დიდი პროექტის ნგრევის მიზეზი, რომელსაც საფუძველი სულ ახლახან ჩაეყარა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება ძალაში რჩება და მათი საერთო მიზანია, ურთულესი პერიოდი ერთად გადალახონ და მომავალი ტურნირისთვის უფრო ძლიერები დაბრუნდნენ.

გერმანელ სპეციალისტს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციასთან ხელშეკრულება 2028 წლამდე აკავშირებს. ეს კონტრაქტი თავიდანვე იმ მიზნით გაფორმდა, რომ ტუხელს გუნდში გრძელვადიანი სტრუქტურა ჩამოეყალიბებინა და არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტურნირზე ორიენტირებულიყო.

ინგლისისთვის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს სტაბილურობის შენარჩუნებას. თომას ტუხელს ახლა საკმარისი დრო აქვს იმისთვის, რომ შეცდომები გააანალიზოს, შემადგენლობის როტაცია მოახდინოს და „სამი ლომი“ 2028 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მთავარ ფავორიტად ჩამოაყალიბოს.

სხვა სტატიები