Belive

მატჩის გმირი | მიქაუტაძის შეფასება ლანსთან შეხვედრაში

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში "მეცმა" საკუთარ მოედანზე "ლანსს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის გმირი ქართველი თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე გახდა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და შეხვედრა სწორედ მისი დუბლით დაქამბექდა.

ლანსმა ანგარიში შეხვედრის მე-13 წუთზე პენალტის ნიშნულიდან გახსნა. 34-ე წუთზე მიქაუტაძემ მეტოქის საჯარიმოში ბრწყინვალედ იმოქმედა, ბურთი ერთი მოძრაობით არასამუშაო ფეხზე გადაიტანა და ცაციათი მეტოქის "ცხრიანში" გაუშვა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე გიორგის კიდევ ერთი შანსი მიეცა და მეკარეს ამჯერად მსუბუქი დარტყმით გადაუგდო თავზე.

მიქაუტაძე მატჩის გმირი გახდა და whoscored-გან (8.4) შეფასება დაიმსახურა, sofascore-მა კი ქართველს (8.5) ქულა დაუწერა, რაც ორივე შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა მოთამაშეზე მაღალი რეიტინგი იყო.

გიორგისთვის დღევანდელ შეხვედრაში შესრულებული დუბლი ზედიზედ მეორეა, წინა მატჩში მისმა ორმა გოლმა მეცი წაგებისგან ვერ იხსნა. ქართველს ლიგა 1-ში უკვე 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები