გიორგი მიქაუტაძე WhoScored-ის ვერსიით ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა
ლიგა 1-ის 33-ე ტურში ,,სტრასბურმა” ,,მეცს'' უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
მარცხის მიუხედავად, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ,,მეცის'' ქართველი თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც გოლი გაიტანა და WhoScored-სგან 7.9-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
23 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ბურთს სულ 44-ჯერ შეეხო, კარისკენ 4-ჯერ დაარტყა (ერთხელ კარში) და 19-დან 13 (68%) სწორი პასი გააკეთა.
ლიგა 1-ის 33 ტურის შემდეგ, ,,მეცი” 29 ქულით სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციაზეა. მიქაუტაძის გუნდი მომავალ მატჩს 19 მაისს, ,,პარი სენ ჟერმენთან'' შინ გამართავს.
ლიგა 1-ის 33-ე ტურის სიმბოლური გუნდი WhoScored-ის ვერსიით ასე გამოიყურება:
მეკარე: ანტონი ლოპეში (ლიონი)
მცველები: კენი ლალა (ბრესტი), სამუელ ჟიგო (მარსელი), ტილო კერერი (მონაკო), ნეტო ბორგეში (კლერმონი)
ნახევარმცველები: რაიან ჩერქი (ლიონი), ელიეს ბენ-სეგირი (მონაკო), ანჟელო ფიულჟენი (ლანსი), ჟერემი ბოგა (ნიცა)
თავდამსხმელები: ჯონათან დევიდი (ლილი) გიორგი მიქაუტაძე (მეცი)