ფრანგული მედია: "ლანსსა და მონაკოს შორის დიდი ომი გრძელდება, ყველაფერი მიქაუტაძეზეა..."
ცნობილი ფრანგული ყოველდღიური სპორტული გამოცემა "dailymercato"-ს ინფორმაციით, ფრანგულ კლუბებს "ლენსსა" და "მონაკოს" შორის დიდი ომი გრძელდება და არცერთი მხარე არაფრის დათმობას არ აპირებს.
რამდენიმე დღის წინ "L'Équipe"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "მონაკოს" სპორტულმა დირექტორმა დაადასტურა, რომ კლუბი ქართველი ფორვარდის შეძენითაა დაიტერესებული და ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.
როგორც "dailymercato"-ს სტატიაში ვკითხულობთ, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირის - გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერიდან "მარსელი" და "ლიონი" ჩაეხსნენ, "ლანსი" და "მონაკო" კი ქართველ ფორვარდს ერთმანეთს ვერ უყოფენ და არც არაფრის დათმობას არ აპირებენ, სწორედ ამიტომ ყველაფერი თავად ქართველმა ფორვარდმა უნდა გადაწყვიტოს.
Mercato Lens : la guerre continue avec Monaco pour Mikautadze ! https://t.co/yebjblXFGL
— Daily Mercato (@DailyMercato) July 8, 2024
სასტიკი დუელი მონაკოს უპირატესობით?
სს არის ნამდვილი დუელი "ლენსსა" და "მონაკოს" შორის. "ლანსის" მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ მათ შეთანხმებას მიაღწიონ ქართველ ფოვარდთან, თუმცა "მონაკოს" სახელფასო წინადადება ბევრად უფრო შთამბეჭდავია, სწორედ ამიტომ კი ყველაფერი ქართველ ფეხბურთელზეა დამოკიდებული.
Rien de fait pour Mikautadze !!
— Mohamed TOUBACHE-TER (@MohamedTERParis) July 8, 2024
La volonté du board lensois de le faire est tjrs là tout en confessant que ça se complique au vu de la proposition du board monégasque… ce dernier a bien répliqué.
Les 2 clubs se battent. #RCLens #ASMonaco
ერთ-ერთი ფრანგი ჟურნალისტი წერს, რომ ამ სიტუაციით უკვე გამარჯვებულია "მეცი", რომელიც ქართველი ფორვარდის გაშვებისთვის მზად არის და სწორედ ამ ტრანსფერიდან დიდია შანსი, რომ მათი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გაკეთდეს.
შეგახსენებთ, რომ "მეცმა" გიორგი მიქაუტაძე რამდენიმე კვირის წინ "აიაქსიდან" გამოისყიდა. ფრანგულ კლუბს გიორგი მიქაუტაძის გამოსყიდვა 13 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ "მეცი" ქართველ ფორვარდს მინიმუმ 20 მილიონ ევროს გაყიდის.
ამ ყველაფერს კი ზურგს ის ფაქტი უმაგრებს, რომ გიორგი მიქაუტაძემ ბრწყინვალე ევროპის ჩემპიონატი ითამაშა და მიმდინარე EURO2024-ზე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში გოლის გატანა შეძლო.
23 წლის ქართველი ფორვარდი ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში კვლავ პირველ ადგილს იკავებს და მასთან ერთად, იდენტური მაჩვენებთლით - 3 გატანილი გოლითა და 1 საგოლე გადაცემით კოდი გაკპოა.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპისთვის გიორგი მიქაუტაძის ოფიციალური ღირებულება 15 მილიონი ევროა, თუმცა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მისი სატრანსფერო ღირებულება საკმაოდ გაიზრდება.