Belive

მატჩის დასრულების შემდეგ, მსაჯმა მესის ავტოგრაფი სთხოვა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,სპორტინგ კანზას სიტისა'' და ,,ინტერ მაიამის'' შორის კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის დასრულების შემდეგ, მსაჯმა, მარკო ანტონიო ორტის ნავამ, ლეო მესის, სპეციალური საჭიროების მქონე ოჯახის წევრისთვის, ავტოგრაფი სთხოვა.

ESPN-ის ცნობით, მექსიკელი მსაჯის აღნიშნული ქმედება კონკაკაფმა დაგმო:

,,გამოძიებით დავადგინეთ, რომ მარკო ანტონიო ორტის ნავამ, მატჩის შემდეგ ლეო მესის ავტოგრაფი სთხოვა. მსაჯის საქციელი კონკაკაფის ქცევის კოდექსს ეწინააღმდეგება. ნავამ აღიარა საკუთარი შეცდომა და ბოდიში მოიხადა.'' - განაცხადა კონკაკაფის წარმომადგენელმა

ინციდენტის შესახებ კონკაკაფს ,,სპორტინგ კანზას სიტიმაც'' აცნობა. ჯერჯერობით უცნობია, რა პასუხისმგებლობას დააკისრებს ორგანიზაცია მექსიკელ მსაჯს.

სხვა სტატიები