Belive

"მათ ისტორია დაწერეს" - ილია თოფურია საქართველოს ნაკრებზე

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. ჩვენმა გუნდმა სადებიუტო ევროზე 1/8-ფინალში გასვლა მოახერხა. პლეი-ოფში ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან ესპანეთთან დავმარცხდით(4:1).

საქართველოს ნაკრებმა საკუთარი თამაშით ნეიტრალური გულშემატკივრებისა და ექსპერტების სიმპათია დაიმსახურა. გუშინდელი შეხვედრას არაერთი ადამიანი გამოეხმაურა და მათ შორის იყო ილია თოფურიაც.

გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით.
ამაყი ვარ იმით, რაც საქართველოს ნაკრებმა ამ ევროპის ჩემპიონატზე აჩვენა. მათ ისტორია დაწერეს. მეორე მხრივ, ესპანეთი შეუჩერებელი გუნდია. რასაც ისინი მოედანზე აკეთებენ მხოლოდ ფეხბურთი არის, ეს ნამდვილი ჯადოქრობაა. - წერს ილია თოფურია

სხვა სტატიები