Belive

მასტანტუონო რეალში 30 ნომრიანი მაისურით ითამაშებს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალმა 18 წლის ახალწვეული, ფრანკო მასტანტუონო ოფიციალურად წარადგინა. უნივერსალური ნახევარმცველი სამეფო კლუბს 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ, რივერ პლეიტიდან შეუერთდა.

ფრანკო მასტანტუონოს წარდგენა 14 აგვისტოს მოხდა. მადრიდელებმა ის 2025/26 წლების სეზონისთვის სათადარიგო კლუბ, კასტილიაში დაარეგისტრირეს, თუმცა ცნობილია, რომ მასტანტუონო რეალში 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ესპანური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხაბი ალონსო მასტანტუონოს პირველ გუნდთან ინტეგრაციას გეგმავს და წლევანდელ სეზონში სამეფო კლუბში გარკვეულ სათამაშო დროსაც მისცემს.

სხვა სტატიები