Belive

მასიმო მორატი: "კვარაცხელიას რთულად საპოვნელი უნარები აქვს, ის გადამწყვეტი ფეხბურთელია"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მილანის "ინტერის" ყოფილმა პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი სათამაშო ფორმის შესახებ ისაუბრა.

"კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტი ფანტასტიკურია. ეს ლუჩიანო სპალეტის კარგად გაკეთებული საქმის შედეგია.

ოსიმენი არის ყველაზე დიდი ძალის, გამბედაობის და უნარის მქონე ფეხბურთელი. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ის ღიაა სიახლეებისთვის, რადგანაც ის არის ფეხბურთელი, რომელსაც თითქოს ვიცნობდით, მაგრამ ყოველ ჯერზე ახალ და სწორ რაღაცებს აკეთებს.

კვარაცხელიას აქვს გადამწყვეტი უნარი, რომელიც არც ისე მარტივად საპოვნელია. ის და ოსიმენი ფანტასტიკურები არიან.

ვფიქრობ, "ნაპოლიმ" ბევრი ბრწყინვალე რამ არამხოლოდ იტალიაში, არამედ საერთაშორისო დონეზეც აჩვენა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა? რატომაც არა", - თქვა 77 წლის ვეტერანმა იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა.

2022/23 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში, 22 წლის ქართველმა ვარსვვლავმა 11 გოლის გატანა და 11 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები