Belive

"მას შეუძლია მომავლის მესი გახდეს" - მათეუსი მუსიალაზე

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

გასულ ღამეს გერმანიის ნაკრებმა პლეი-ოფის საგზური ოფიციალურად მოიპოვა. იულიან ნაგელსმანის გაწვრთნილმა ბიჭებმა უნგრეთი 2:0 დაამარცხეს და 6 ქულით ჯგუფის ლიდერობა გაიმყარეს.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდიასთან თამაშის მსგავსად, ჯამალ მუსიალამ გოლის გატანა ამ მატჩშიც შეძლო. ახალგაზრდა შემტევი უკვე მეორე შეხვედრაა 8,0-ზე მაღალ შეფასებას იღებს.

ეს ყველაფერი არ გამორჩენია ლეგენდარულ ლოთარ მათეუსსაც, რომელმაც მუსიალას მომავლის მესი უწოდა.

მას შეუძლია მომავლის მესი იყოს, შეუდარებელია. - განაცხადა ლოთარ მათეუსმა

შემდეგი მატჩი გერმანიას შვეიცარიასთან ელის, რომელმაც გასულ ტურში შოტლანდიასთან 1:1 ითამაშა. აღნიშნული დაპირისპირება 23 ივნისს 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები