"მამარდაშვილი ვალენსიას ფეხბურთელია და შემდეგ თამაშზე არის კონცენტრირებული" - ბარახა
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილის დამატება "ლივერპულს" სურს. ინგლისური კლუბი "მამარდას" შეიძენს, "ბორნმუთში" გაანათხოვრებს და შემდეგ ალისონს ჩაანაცვლებს.
სოციალურ ქსელში ისმოდა კითხვები იმის შესახებ ითამაშებდა თუ არა მამარდაშვილი ლა ლიგის პირველ მატჩში. ამის შესახებ "ვალენსიას" მენეჯერმა ისაუბრა.
ამ ეტაპზე გიორგი "ვალენსიას" მოთამაშეა და შემდეგი მატჩისთვის ბოლომდე არის კონცენტრირებული. მის გარშემო სწორედ ასეთი ვითარებაა. - განაცხადა ბარახამ
🚨🇬🇪 Valencia manager Baraja on Giorgi Mamardashvili and Liverpool: “As of today he’s Valencia player and he’s fully focused on the next game”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 16, 2024
“This is the current situation for that story”. pic.twitter.com/wHIq9PFQWR
"ვალენსია" ახალ სეზონში საკუთარ შეხვედრას "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 17 აგვისტოს 23:30 საათზე არის ჩანიშნული.