"მას ნდობა სჭირდება და დიდი მეკარე გახდება", - რას წერენ ესპანელი გულშემატკივრები მამარდაშვილის თამაშზე?
3 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"მომეწონა "ვალენსია". ძალიან ნერვიულობენ დიახაბი და მამარდაშვილი. სოლერი უკვე რამდენიმე თამაშია თავის თავს არ ჰგავს"; "კორეია და მამარდაშვილი შესანიშნავ თამაშს ატარებენ"; "მამარდაშვილი ცოტას ყოყმანობდა, დაცვის ცუდი თამაში კი საბოლოოდ გოლის გაშვებად დაგვიჯდა"; "მამარდაშვილის სხეულის ენა სიმშვიდეს გადმოსცემს. ის არ გამოიყურება ნერვიულად"; "ნახეთ, მამარდაშვილმა ინიაკი ვილიამსის ყუმბარისებური დარტყმა მოიგერია"; "მამარდაშვილის საწყის ექვს მატჩში დაყენება, შემდეგ 5 თვით სკამზე გადასმა და თასის ნახევარფინალში თამაში არასწორი მენეჯმენტის დამსახურებაა"; "მამარდაშვილი და დიახაბი დღეს "ატლეტიკის" საუკეთესო თავდამსხმელები არიან"; "ნდობა და უსაფრთხოება, რომლის უნარიც მამარდაშვილს ხაუმესთან შედარებით აქვს, საკმარისი არგუმენტი უნდა იყოს იმისთვის, რომ ქართველი მეკარე ყოველთვის და ყველა ვითარებაში მასზე წინ დადგეს"; "მამარდაშვილს ბევრი რამ აქვს და იმის გათვალისწინებით, რომ 18 წლისაა და ელიტაში მეკარეები ხშირად 24-25 წლამდე არ გამოირჩევიან, მაფიქრებინებს, რომ დიდი მეკარე იქნება. მას დრო უნდა დაეთმოს"; https://www.live.ge/fexburti/man-da-diakhabim-kinagham-tslis-shetsdoma-daushves-rogor-gamoekhmaura-espanuri-media-mamardashvilis-thamashs/ https://www.live.ge/fexburti/mas-ndoba-stchirdeba-da-didi-mekare-gakhdeba-ras-tseren-espaneli-gulshematkivrebi-mamardashvilis-thamashze/
გიორგი მამარდაშვილს “ვალენსიას” მთავარი გუნდის შემადგენლობაში უკვე 8 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 3-ში კარის მშრალად შენახვა მოახერხა და 8 გოლი გაუშვა.