რაფინია: "ელ კლასიკო ნამდვილი ფინალი იქნება - მოსაგებად მზად ვართ"
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონას" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 28 წლის შემტევმა - რაფინიამ, მოახლოებულ 'ელ კლასიკოზე' და ოქროს ბურთის ნომინანტობაზე ისაუბრა.
„ამ კლუბში მოსვლის დღიდან ჩემი მიზანი იყო, საუკეთესო შესაძლებლობები გამეჩინა. ფლიკმა ჩემი კარიერა შეცვალა. მასთან მუშაობა ძალიან მინდა და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე მასთან ვსაუბრობდი, რადგან ის ძალიან მენდობოდა. მე ბრაზილიის ფაველაში დავიბადე და გავიზარდე. ეს რთული იყო, მაგრამ როგორი იქნებოდა ცხოვრება ამ გართულებების გარეშე?
'ელ კლასიკოები' ფინალივით აღიქმება. ეს სხვა ტიპის მატჩია, რაღაც განსაკუთრებულია. ეს არის თამაში, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს. ეს ყოველთვის რთული თამაშია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ და რაც შეიძლება, პოზიტიური შედეგი მივიღოთ.
რაც შეეხება ჩემს შესაძლო ოქროს ბურთის მოგებას, რადგან ამდენი საუბარია ამ ფაქტის შესახებ, ალბათ ყველაფერს სწორად ვაკეთებ..." - რაფინია
რაფინია მიმდინარე სეზონში საოცრად გამოიყურება, მას 53 თამაშში 32 გოლი აქვს გატანილი და 25 საგოლე გადაცემა შესრულებული. ბრაზილიელი ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.