Belive

„მარცხის კვალი არასოდეს წაიშლება“ - არგენტინული Ole კეინის ოქროს ბურთზე

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოქროს ბურთის გამოკითხვაში ჰარი კეინის გამარჯვების შემდეგ, არგენტინულმა გაზეთმა Ole-მ, დღეს დილით თავის პირველ გვერდზე ირონიული სათაური გამოაქვეყნა.

გამოცემამ მთავარ ყდაზე მესის ფოტო გამოიტანა, სათაურად კი დაწერა: „Aunkane ganes o pierdas“ [თუნდაც მოიგო ან წააგო], რაც კეინის გვარსა და ესპანურ ფრაზას (aunque ganes o pierdas - მიუხედავად იმისა, მოიგებ თუ წააგებ) შორის თამაშზეა დამყარებული.

Ole ხმის მიცემის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს და არგენტინასა და ინგლისს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის მატჩსაც იხსენებს:

,,მესი ჩვენთვის ყოველთვის საუკეთესოა, მაშინაც კი, თუ ევროპელებმა ბაიერნის ფეხბურთელი აირჩიეს და ისტორიაში უდიდეს ლეგენდას მოკრძალებული მეხუთე ადგილი ხვდა წილად.

მესისთან და არგენტინასთან ნახევარფინალში განცდილი მარცხის კვალი არასოდეს წაიშლება. მიუხედავად ამისა, ლეო მესი ჩვენთვის საუკეთესოდ დარჩება და მსოფლიო ჩემპიონატმა ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.'' - წერს Ole

ჰარი კეინმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო.

ინგლისელმა გასულ სეზონში ჩატარებულ 65 შეხვედრაში 73 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. 33 წლის თავდამსხმელმა ბაიერნთან ერთად 3 ტიტულის მოგება შეძლო, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სხვა სტატიები