მესის 5 ყვითელი დაუგროვდა, მაგრამ შემდეგ მატჩს არ გამოტოვებს | მიზეზი საინტერესოა
ლეო მესიმ ცინცინატისთან მატჩში სეზონში თავისი მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო, რასაც, წესით, ავტომატური ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია უნდა მოჰყოლოდა.
თუმცა, MLS-ში არსებობს წესი სახელწოდებით - Good Behavior Incentive (კარგი ქცევის წახალისების), რომლის წყალობითაც არგენტინელი დისკვალიფიკაციას გადაურჩა.
წესის მიხედვით თუ ფეხბურთელი ზედიზედ 5 მატჩში არცერთ ყვითელ ან წითელ ბარათს არ მიიღებს, მისი გაფრთხილებებიდან ერთი ავტომატურად იჭრება. მიმდინარე სეზონში მესის ასეთი სერია რამდენიმეჯერ ჰქონდა, შესაბამისად, მე-5 ყვითელი ბარათის მიუხედავად, მესის დისციპლინური ბალანსი უსაფრთხო ზონაში დარჩა და ის უახლოეს მატჩს დისკვალიფიკაციის გამო არ გამოტოვებს.
მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე MLS-ში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 25 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა. ინტერ მაიამი მომავალ მატჩს 2 ნოემბერს, ნიუ ინგლენდის წინააღმდეგ გამართავს.