მარტის თამაშისთვის ლუქსემბურგის ნაკრებს კიდევ ერთი ლიდერი გამოაკლდა
ლუქსემბურგის ნაკრების და აზერბაიჯანული "საბაჰის" ფორვარდი ვინსენტ ტილი 21 მარტს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე უმნიშვნელოვანესი პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში თავის გუნდს ვერ დაეხმარება, ამის შესახებ ლუქსემბურგის მედია სოციალურ გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს.
ვინსეტმა "საბაჰის" შემადგენლობაში "ყარაბაღის" წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია რის შემდეგაც ოპერაცია გაიკეთა.
Saturday morning breaking news 🙃
— Football in Luxembourg 🇱🇺 (@LuxembourgFooty) February 17, 2024
Vincent Thill (24; 52 caps) will miss the all-important Georgia game in the 2024 Euros playoffs due to undergoing surgery after an injury sustained during his last game for Sabah last week. 😐😐
No Sinani, no Mota, no Vincent.@GeorgianFooty pic.twitter.com/q6cnXVUuhj
ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრები ჩვენს ნაკრებს დიდი დანაკლისით ხვდება, როგორც უკვე იცით შეხვედრას ბარათის გამო მათი ერთ-ერთი ლიდერი დანელ სინანი გამოტოვებს (სატრანსფერო ღირებულება 1 მილიონი ევრო), მან ლიხტენშტეინის წინააღმდეგ წითელი ბარათი მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.
ასევე ლუქსემბურგის ნაკრებს ვერ დაეხმარება დანი მოტა, რომელმაც ნაკრებში თამაშზე რამდენიმე დღის წინ უარი განაცხადა.