Belive

ლუქსემბურგის ნაკრებს საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდება

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუქსემბურგის ნაკრებისა და "ავსტრია ვენის" მცველი მარვინ მარტინსი 21 მარტს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე უმნიშვნელოვანესი პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში თავის გუნდს ვერ დაეხმარება. როგორც ლუქსემბურგის მედია სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს, ლუქსემბურგელმა ფეხბურთელმა გასული შაბათ-კვირის მატჩში "რაპიდის" წინააღმდეგ ბარძაყის ტრავმა მიიღო და საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მისი თამაში გამორიცხულია.

ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრები ჩვენს ნაკრებს დიდი დანაკლისით ხვდება, შეხვედრას ბარათის გამო მათი ერთ-ერთი ლიდერი დანელ სინანი გამოტოვებს, მან ლიხტენშტეინის წინააღმდეგ წითელი ბარათი მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. ასევე ლუქსემბურგის ნაკრებს ვერ დაეხმარება დანი მოტა, რომელმაც ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა. მათ ასევე ვერ დაეხმარებათ აზერბაიჯანული "საბაჰის" ფორვარდი ვინსენტ ტილი, მან ცოტა ხნის წინ "ყარაბაღის" წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია რის შემდეგაც ოპერაცია გაიკეთა.

სხვა სტატიები