დანი მოტა ლუქსემბურგის ნაკრებში სავარაუდოდ არ ითამაშებს
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 21 მარტს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გასასვლელად უმნიშვნელოვანესი პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩი აქვს ჩასატარებელი ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ. საქართველოს ნაკრების მეტოქე დიდი ხნის განმავლობაში ცდილობს დანი მოტას დამატებას, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფეხბურთელმა უარი თქვა ლუქსემბურგის ნაკრებში თამაშზე.
"მონცას" თავდამსხმელს დანი მოტას ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ლუქსემბურგშია დაბადებული და პორტუგალიის 21 წლამდელთა ნაკრებში 16 მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ ეს ფაქტორი ფეხბურთელს ხელს არ უშლის, რომ ლუქსემბურგის ნაკრებს საქართველოს წინააღმდეგ 21 მარტს უმნიშვნელოვანეს მატჩში დაეხმაროს.
After successful talks between Holtz and Monza forward Dany Mota last year, it is now reported that the Portuguese-Luxembourger has once again turned down an opportunity to play for 🇱🇺 from March.@Wort_LU reports the 25-year old still hasn't declared for either nation. pic.twitter.com/PLJkkFUlkq
— Football in Luxembourg 🇱🇺 (@LuxembourgFooty) February 9, 2024