მარტინო მესის ბარსელონაში შესაძლო გადასვლაზე: ,,ამის შესახებ არაფერი ვიცი''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ინტერ მაიამის'' მთავარმა მწვრთნელმა, ტატა მარტინომ, ლეო მესის ,,ბარსელონაში'' იჯარით შესაძლო გადასვლაზე დასმულ შეკითხვას ხუმრობით უპასუხა:
,,დასასვენებლად მიდის? შეიძლება, ბარსელონას ეწვიოს...
ამის შესახებ მე არაფერი ვიცი.'' - ტატა მარტინო
დღეს ,,ინტერ მაიამიმ'' MLS-ის პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა, ახალი სეზონი კი მომავალი წლის თებერვალში დაიწყება.
მესის ანგარიშზე ამერიკული გუნდის მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.