მარტინესი: ,,ვიტინიას გუნდში ყოფნა პსჟ-სთვის აუცილებელი იყო, ის ოქროს ბურთს იმსახურებს''
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რობერტო მარტინესს, გერმანიასთან მოგების შემდეგ ვიტინიას შესახებ ჰკითხეს:
,,ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ ვიტინია არის ფეხბურთელი, რომლის გუნდშიც ყოფნა პსჟ-სთვის ყველა ტიტულის მოსაგებად აუცილებელი იყო.
ვფიქრობ, მისი სტილიდან და ეფექტურობიდან გამომდინარე ის ოქროს ბურთს იმსახურებს.'' - რობერტო მარტინესი
პორტუგალიის ნაკრებმა ერთა ლიგის ნახევარფინალში გერმანიას 2:1 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე საფრანგეთი ან ესპანეთი იქნება.
ვიტინიამ 2024-2025 წლების სეზონში პარი სენ ჟერმენის მაისურით ჩატარებულ 52 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Roberto Martinez: "Vitinha is a player who has been essential for PSG to win everything they have won.
— Chris Wheatley (@ChrisWheatley) June 5, 2025
"He deserves to be awarded the Ballon d'Or," he told @abolapt. pic.twitter.com/x2k0gj3Uxc