Belive

მეისონ გრინვუდი შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მარსელის" შემტევი მეისონ გრინვუდის ტრანსფერით "პსჟ" ინტერესდება, ამის შესახებ ინფორმაციას Fichajes აქვეყნებს. პარიზული გუნდი 23 წლის ფეხბურთელისთვის 75 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, წყაროს ცნობით მათ უკვე ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთეს.

ტრანსფერს ერთი საინტერესო დეტალიც ახლავს თან, სიტუაცია ასე გამოიყურება: "მანჩესტერ იუნაიტედს" და "მარსელს" შეთანხმება აქვთ დადებული, რომ თუ ფეხბურთელი გაიყიდება, ინგლისურ კლუბს გაყიდულიდან 50% წილი ერგება, ანუ "წითელი ეშმაკები" 37,5 მილიონ ევროს მიიღებენ.

გრინვუდი "მარსელში" მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა და შესანიშნავ სეზონს ატარებს, მას ყველა ტურნირის 24 შეხვედრაში 15 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები