Belive

მარტინესი: ,,საქართველოს ნაკრებმა გამაოცა!''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, საქართველოსთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის, რადგან შედეგი გადაწყვეტს, ვინ გავა პლეი-ოფში და ვინ - ვერა.

საქართველოს ნაკრებს ძალიან საინტერესო ევრო ჰქონდა, მათ მატჩის ბოლო დარტყმით ჩეხეთის დამარცხება შეეძლოთ, კონკურენტუნარიანები იყვნენ თურქეთთან შეხვედრაშიც... ფოკუსირებულები უნდა ვიყოთ და გავიმარჯვოთ!

სასტარტო შემადგენლობა? ჩემი გუნდი სავსე იქნება მნიშვნელოვანი ფეხბურთელებით. კარში დიოგო კოშტა იდგება, რადგან მეკარეების გამოცვლა არ მიყვარს. ეს ძალიან მოკლე ტურნირია და დიოგოსა და ცენტრალურ მცველებს შორის კარგი შეთამაშება გვჭირდება. ვითამაშებთ გუნდით, რომელიც მოსაგებად მზად იქნება.

რონალდუ? მას სტაბილური სეზონი ჰქონდა, ყველა მატჩში ითამაშა. თუ ტემპის შენარჩუნება სურს, სასურველი არ არის, რომ ახლა გაჩერდეს და მოედანს 6 დღის შემდეგ დაუბრუნდეს. კაპიტანი და კოშტა ძირითადში იქნებიან!

ვინ იქნება ჩვენი მეტოქე მერვედფინალში? ახლა მხოლოდ საქართველოსთან მატჩზე ვფიქრობთ. ამ გუნდმა გამაოცა. ევროზე მოხვედრა მარტივი არ არის და მათ ბევრი რამ დაგვიმტკიცეს. მათ კონტრშეტევის შესანიშნავი უნარი და ფანტასტიკური ინდივიდუალისტები ჰყავთ. - რობერტო მარტინესი

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრას ხვალ, 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები