Belive

მარტინესი: ,,კოპა ამერიკაზე ფავორიტად ბრაზილიას ასახელებდნენ, ახლა - საფრანგეთს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე ისაუბრა:

,,საუდის არაბეთთან წაგების შემდეგ, ვთქვით, რომ ფინალში სათამაშოდ ყველაფერს გავაკეთებდით და ახლა აქ ვართ. საფრანგეთი მხოლოდ ერთი ფეხბურთელის გუნდი არ არის, ეს ძალიან საშიში ნაკრებია, რომელსაც მსოფლიო დონის მცველები ჰყავს. ვეცდებით, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ...

კოპა ამერიკაზე ფავორიტად ბრაზილიას ასახელებდნენ, ახლა - საფრანგეთს. ეს მოგვწონს, არ ვფიქრობთ, რომ ვინმეზე მაღლა ვდგავართ. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს.

მესი თავს კარგად გრძნობს და ეს ძალიან გვეხმარება. მისი ამჟამინდელი ვერსია შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო უკეთესია.

თუ დაცვაში კარგად ვითამაშებთ, მაშინ შეტევაში ბევრი შანსი გვექნება,'' - განაცხადა მარტინესმა.

დღეს მსოფლიო ჩემპინატის ფინალში არგენტინის ეროვნული ნაკრები საფრანგეთს შეხვდება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები