სკალონი: ,,ბოლივიასთან სათამაშოდ მესი მზად არ იყო''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ლეო მესიზე ისაუბრა, რომელმაც ბოლივიასთან გამართული მატჩი გამოტოვა:
,,მესი თამაშისთვის მზად არ იყო. გუშინ თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა და არ გავრისკეთ,
გვინდოდა, რომ გუშინ ევარჯიშა, მაგრამ არც უცდია.'' - სკალონის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში არგენტინამ ბოლივიას სტუმრად 3:0 მოუგო.
სკალონის გუნდი 2 ტურის შემდეგ 6 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა.
,,ალბისელესტე'' მომავალ მატჩს 13 ოქტომბერს, პარაგვაის წინააღმდეგ გამართვს.