კოპა ამერიკის ჯგუფები ცნობილია
დღეს, მაიამიში, 2024 წლის კოპა ამერიკის წილისყრა გაიმართა.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი - არგენტინის ეროვნული ნაკრები (რომელიც კოპა ამერიკის მოქმედი ჩემპიონიცაა) A ჯგუფში პერუსთან, ჩილესთან და კანადასთან ან ტრინიდადი და ტობაგოსთან ერთად ითამაშებს.
D ჯგუფშია ტურნირის კიდევ ერთი ფავორიტი ბრაზილია, რომლის მეტოქეები კოლუმბია, პარაგვაი და ჰონდურასი ან კოსტა რიკა იქნებიან.
კოპა ამერიკის ყველა მონაწილე 23 მარტს, კონკაკაფის ფლეი-ინში გამოვლინდება - კანადა ტრინიდადი და ტობაგოს შეხვდება, კოსტა რიკა - ჰონდურასს, ამ მატჩებში გამარჯვებული ორი ქვეყანა კი აშშ-ში ითამაშებს.
2024 წლის კოპა ამერიკას 20 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი არგენტინის ნაკრებია, რომელმაც 2021 წელს ფინალში ბრაზილიას მოუგო.
ყველა ჯგუფი:
A ჯგუფი - არგენტინა, პერუ, ჩილე, კანადა/ტრინიდადი და ტობაგო
B ჯგუფი - მექსიკა, ეკვადორი, ვენესუელა, იამაიკა,
C ჯგუფი - აშშ, ურუგვაი, პანამა, ბოლივია
D ჯგუფი - ბრაზილია, კოლუმბია, პარაგვაი, კოსტა რიკა/ჰონდურასი
¡Así quedaron conformados los grupos de la CONMEBOL #CA2024! 🏆
— CONMEBOL Copa América™️ (@CopaAmerica) December 8, 2023
Assim estão formados os grupos da CONMEBOL #CA2024! 🤩
Here's how the CONMEBOL final draw for #CA2024 shaped up! ⚽ #VibraElContinente #VibraOContinente #RockingTheContinent pic.twitter.com/lm1ZtcbAfM