მარტინ ოდეგორმა ტრავმა არსენალისთვის ურთულეს მომენტში მიიღო
ნორვეგიისა და ავსტრიის, ერთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, მარტინ ოდეგორმა დაზიანება მიიღო და მოედანი თვალცრემლიანმა, 67-ე წუთზე დატოვა. ტრავმა "არსენალისთვის" უმნიშვნელოვანეს მომენტში მიიღო, მეთოფეებს მომავალ უქმეებზე მთავარი მატოქის, "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მოუწევთ სტუმრად თამაში, 19 სექტემბერს "ატალანტასთან" ჩემპიონთა ლიგური შეხვედრაა, 3 დღეში კი ისევ პრემიერლიგაში "მანჩესტერ სიტის" უნდა დაუპირისპირდნენ - არსენალისთვის სამივე შეხვედრა გასვლითია.
არტეტას მოსვლის შემდეგ, ოდეგორი არსენალის საკვანძო რგოლია, მან გასულ სეზონში 22 გოლის გატანა მოახერხა, ამ სეზონში მას ჯერ არც გაუტანია და არც საგოლე გადაცემა აქვს, თუმცა რა თქმა უნდა, ყველა თამაში ძირითადიდან დაიწყო და არსენალს მისი შეცვლა ყველაზე ნაკლებად შეუძლია.
ოდეგორი გასახდელში ცუდად გამოიყურებოდა. დარწმუნებული ვარ, არტეტა ჩემს საქებად არ დარეკავს - განაცხადა პრესკონფერენციაზე ნორვეგიის მწვრთნელმა
ჯერ უცნობია რამდენად სერიოზულია ოდეგორის ტრავმა და რამდენი მატჩის გამოტოვება მოუწევს არსენალის მაისურით.
Martin Ødegaard spotted on crutches, is flying back to London for more tests on his ankle injury ✈️
— Football on TNT Sports (@footballontnt) September 10, 2024
📸 @vgsporten pic.twitter.com/unS2jeeh7X