მარტინ ოდეგორმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალი" მარტინ ოდეგორის გარეშე გატარებულ რთულ პერიოდს ემშვიდობება. ნორვეგიელმა ნახევარმცველმა, "ინტერთან" და "ჩელსისთან" გასამართი შეხვედრების წინ, ვარჯიში გუნდთან ერთად დაიწყო. ოდეგორი ორ თვეზე მეტია მოედანზე არ გამოსულა, მან სექტემბრის დასაწყისში, ნორვეგიის ნაკრების შემადგენლობაში ტერფის მძიმე ტრავმა მიიღო.
ბოლო საკლუბო შეხვედრა მარტინმა 31 აგვისტოს "ბრაიტონის" წინააღმდეგ ჩაატარა. 25 წლის ფეხბურთელმა არსენალის 12 შეხვედრა გამოტოვა. მისი არყოფნა განსაკუთრებით უკანასკნელ მატჩებში იგრძნობა, არსენალმა ბოლო 3 პრემიერლიგური შეხვედრიდან ვერც ერთი მოიგო.
Martin Ødegaard is training ahead of Arsenal's Champions League clash against Inter Milan pic.twitter.com/lO3X1ZSi9j
— Sky Sports News (@SkySportsNews) November 5, 2024