Belive

პატრის ევრა: 'არსენალის ყურება სერიალის ყურებას ჰგავს'

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში (27-ე) ვულვზმა არსენალს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. მაშინ, როცა არსენალი ყველანაირი მეთოდით ცდილობს შეინარჩუნოს პირველი ადგილი, ეს შედეგი ძალიან გასაკვირი იყო (ვულვზი ტურნირის ყველაზე ცუდი გუნდია - ბოლო ადგილი/ 50 გაშვებული და 18 გატანილი გოლი). საუბარი ისევ დაიწყო იმაზე, რომ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი არ აქვს და საქმის ბოლომდე მიყვანა შეუძლია - ყოფილმა ფრანგმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ, ამ თემასთან დაკავშირებით რიო ფერდინანდთან ისაუბრა.

არსენალის ყურება NETFLIX-ის სერიალის ყურებას ჰგავს. ყოველთვის მომავალ სეზონს ელოდებით და დამიჯერეთ, სულ ტყუილად. ყოველთვის ერთი და იმავე მოხდება. არსენალი განხილვადაც არ ღირს. - განაცხადა ევრამ

ნიშანდობლივი იყო, რომ ასრენალი სტუმრად 0:2-ს იგებდა და სწორედ ამ ანგარიშიდან ვერ მოახერხა მოგება. ეს თამაშიც იმ კატეგორიიდან იყო, როცა არსენალი, გარკვეული უპირატესობის შემდეგ, "თითქმის ანებებს თავს თამაშს" და მხოლოდ პრაგმატული გათვლით, თავის დაცვაზე გადადის. ამ მიდგომის გამო, არტეტას, მიუხედავად კარგი შედეგებისა, ხშირად აკრიტიკებენ.

არსენალი 5 ქულით უსწრებს მანჩესტერ სიტის, თუმცა "ქალაქელებს" ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

სხვა სტატიები