მარტინ ოდეგორი დეკემბრამდე ვერ დაბრუნდება
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"არსენალის" ნახევარმცველი, მარტინ ოდეგორი ტერფის ტრავმის შედეგად წარმოქმნილი გართულებების გამო დეკემბრამდე ვერ ითამაშებს. მოსალოდნელი იყო, რომ გამოჯანმრთელებას რამდენიმე კვირა დასჭირდებოდა, მაგრამ 'ინსაიდერი' კონ ჰარისონის ცნობით, სამედიცინო ტესტებმა აჩვენა, რომ ნორვეგიელის დაბრუნება გადაიდება.
ოდეგორი ერთა ლიგის მატჩში, ავსტრიასთან დაშავდა და მას შემდეგ "მეთოფეების" შვიდი მატჩი გამოტოვა. ამ სეზონში მან მხოლოდ სამი მატჩის გამართვა მოახერხა - გოლის გარეშე. 25 წლის ფეხბურთელი არსენალს 10 მატჩში ვერ დაეხმარება, ის ასევე გამოტოვებს ნორვეგიის ეროვნული გუნდის სამ შეხვედრას უეფას ერთა ლიგაზე.
Martin Odegaard has suffered a setback in his recovery. Expectation is not set to return until December.
— Con Harrison (@ConMarbleHalls) October 11, 2024