Belive

რაია: ,,25-ე წუთიდან დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ,,არსენალის'' მეკარემ, დავიდ რაიამ, ,,პარი სენ ჟერმენთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,თამაში პსჟ-ს ძალიან სწრაფი გოლით დაიწყო. პირველი 15 წუთის განმავლობაში მეტოქე დომინირებდა, მაგრამ ამის შემდეგ, ვფიქრობ, რომ სიტუაცია შეიცვალა. შანსები გვქონდა და დონარუმამ რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია.

ვიცით, რომ პსჟ აქცენტს ბურთის ფლობაზე აკეთებს, ამ გუნდს ეს ძალინ კარგად გამოსდის. ფეხბურთი ასეთია, გოლის გატანის შანსები გვქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.

25-ე წუთიდან დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ამ სეზონში უკვე ყველამ ნახა, რომ სტუმრად მოგების უნარი გვაქვს, ამიტომ მომავალ კვირას პარიზში მოსაგებად ჩავალთ.'' - დავიდ რაია

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,არსენალი'' სტუმრად 1:0 დაამარცხა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი მომავალ ოთხშაბათს, 7 მაისს, პარიზში გაიმართება.

სხვა სტატიები