მარსელმა ჯენარო გატუზო გუნდიდან გააგდო
მარსელმა ჯენარო გატუზო გუნდიდან დაითხოვა.
მიზეზი წარუმატებელი გამოსვლაა, რომელიც ჯენარო გატუზოს გუნდში მოსვლის შემდეგ, კიდევ უფრო დიდი პრობლემა გახდა.
🚨🔵⚪️ Gennaro Gattuso has been sacked.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) February 19, 2024
Gattuso and his staff have just been informed by Olympique Marseille board
about their decision. pic.twitter.com/4KH1G2UtH1
ჯენარო გატუზოს "მარსელში" მისვლის შემდეგ, ფრანგულმა გრანდმა 24 თამაშში 9 მატჩი მოიგო, 8 თამაში ფრედ დაასრულეს, ხოლო 7 მატჩი დათმეს.
„მარსელი“ ლიგა 1-ში 22 ტურის შემდეგ, 30 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გუნდმა 2024 წელს მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო, საფრანგეთის თასიდან კი, მეხუთე ლიგის გუნდმა „ტიონვილმა“ გამოაგდო.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯენარო გატუზოსთვის "მარსელი" მეოთხე კლუბია, საიდანაც ის იძულებით გამოუშვეს. აქამდე მის კარიერაში ასეთი კლუბები "ვალენსია"; "მილანი" და "ნაპოლი" იყვნენ.