Belive

"თუ იტალიაში ვითამაშებ, ეს მხოლოდ მილანში მოხდება" - კილიან მბაპე

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კილიან მბაპეს "რეალის" ფეხბურთელობამდე სულ ცოტა დრო რჩება. მთელი საფეხბურთო სამყარო მის მადრიდში ტრანსფერს ელის. თუმცა, ფრანგმა შემტევმა Sky Sports-თან საუბრისას საინტერესო რამ განაცხადა.

იტალიური ფეხბურთი? არასდროს იცი წინ რა გელის. მე ყოველთვის ვამბობდი: თუ იტალიაში ვითამაშებ, ეს მხოლოდ მილანში მოხდება. ბავშვობაში "მილანის" დიდი გულშემატკივარი ვიყავი. სერია ა-ს სულ ვუყურებ და "მილანის" თამაშებს არ ვტოვებ. მთელი ჩემი ოჯახი "მილანის" დიდი გულშემატკივარია. - განაცხადა კილიან მბაპემ

მიმდინარე სეზონში კილიან მბაპემ 48 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლის გატანა 44-ჯერ მოახერხა. ამას გარდა ფრანგმა შემტევმა 10 ასისტიც მიითვალა. კილიანმა 2023/2024 წლების სეზონში სამი ტიტულის მოგება შეძლო: ლიგა 1, საფრანგეთის თასი და საფრანგეთის სუპერ თასი.

სხვა სტატიები